შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული ნატალია ფერაძე ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურშია გადაყვანილი

აქციაზე დაკავებული ნატალია ფერაძე ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურშია გადაყვანილი, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატალია ფ. დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
კოჯრის ახალი გზატკეცილის მე-4 ნომერთან, ”პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებმა 6 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები