ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

“პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯარიმას აუცილებლად გადაიხდის.
“ბიძინა ივანიშვილს 250 ლარი დააკლდა, მე დამაკისრეს ეს ჯარიმა და უნდა გადავიხადო. ვიჯექი პროცესზე და ვფიქრობდი, რომ სააკაშვილის დროს ხან გუდიაშვილის მოედანზე ვჩხუბობდი, ხან სხვაგან და მაშინ არ დავუკავებივარ არასდროს და ეტყობა, ისეთი საოცარი დემოკრატია გვაქვს ახლა, რომ დამაკავეს. არ გავჩერდები, რამდენიმესაათიანი ყურყუტი სასამართლო სარდაფში და ჯარიმა არაფერს ნიშნავს ჩემთვის”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი დღეს კოჯრის გზატკეცილზე “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები