ლევან როსტოშვილი: არალოგიკურია, რომ მე და ჩემს მეგობარს ერთი და იგივე ბრალი გვაქვს წარდგენილი

ყოფილი ტელეწამყვანის ლევან როსტოშვილის განცხადებით, არ შეიძლება მას და მის მეგობარს ერთი და იგივე ბრალი ჰქონდეთ წარდგენილი. როგორც სასამართლო პროცესზე როსტოშვილმა განმარტა, იმ დღეს, როცა მათი დაკავება მოხდა, ლაშა კურტანიძეს მანქანით გაუარა და სამსახურში უნდა წაეყვანა.
გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება ლევან როსტოშვილის ავტომანქანაში 2 ადგილას იქნა აღმოჩენილი, საბარგულსა და იმ სკამის ქვეშ, სადაც ლაშა კურტანიძე იჯდა.
”გავუარე ლაშას და მიმყავდა სამსახურში. შეიძლება იმ სკამზე მამაჩემი ან დედაჩემი ყოფილიყო და მათაც იგივე ბრალი უნდა წაყენებოდათ?!”, – განაცხადა პროცესზე როსტოშვილმა.
ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს გამოძიება ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8- დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები