ალეკო ელისაშვილი სხვა დაკავებულებთან ერთად სასამართლოშია გადაყვანილი

„პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები პოლიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ისინი ნამდვილად ცდილობდნენ ტერიტორიაზე შესვლას და პოლიციასთან ნამდვილად მოხდა შეხლა-შემოხლა.
”მოხდა ის, რომ ერთი კაცი დააჯდა ამ ქვეყანას თავზე და უნდა რომ ყველაფერი თავისთვის შემოიღობოს. ხალხის საკუთრება იყო მუნიციპალური მიწა, თითოეული ჩვენგანის კუთვნილი რეკრეაციული ზონა და შემოიღობა თავისთვის, მაგრამ მე შემიძლია პირობა დავდო, რომ ყველაფერს გავაკეთებ, იმისათვის, რომ ამ კაცმა შეიგნოს, რომ ქალაქს ასე არ უნდა მოექცე და მეორე, რომ დააბრუნოს ტერიტორია. პირობას ვდებ, რომ მას მოუწევს ამ ტერიტორიის დაბრუნება და ხალხისთვის ბოდიშის მოხდა. რამდენჯერაც არ უნდა დამაკავონ და გამომიშვან, ან დამაკავონ და აღარ გამომიშვან, ამას ნამდვილად მივაღწევ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები