პროკურორი: დაკავებისას ლევან როსტოშვილი „კოკაინის“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა

„დაკავებისას ლევან როსტოშვილი „კოკაინის“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ლაშა კურტანიძემ შემოწმებაზე უარი განაცხადა“, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურორმა განაცხადა.
პროკურორმა ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და ამ ღონისძიების შეფარდების ერთ-ერთ მოტივად სწორედ ზემოთ აღნიშნული გარემოება დაასახელა.
საბოლოოდ, მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის ადვოკატები სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები