„პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე ალეკო ელისაშვილი და რამდენიმე პირი დააკავეს

„პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის არის თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი უკვე დაუკავშირდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართლებრივი დახმარებისთვის.
პროექტ „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე პირის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა იმ ადგილზე შესვლა მოინდომეს, სადაც პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს. რის შემდეგაც მათ გააკეთეს ცოცხალი ჯაჭვი და შეეცადნენ, რომ ამგვარად შესულიყვნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები