ლევან როსტოშვილის და ლაშა კურტანიძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილისა და მსახიობ ლაშა კურტანიძის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები