სახელმწიფო ბრალდება ე. წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება

ე.წ. კაბელების საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებმაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტებით დაადასტურა ბრალდებულების დანაშაული.
როგორც პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სახელმწიფო ბრალდებას ე. წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ადვოკატებს თვითონ არ სჯეროდათ თავიანთი არგუმენტების დასაბუთებულობისა და დამაჯერებლობის. ყველაზე მთავარი ამ საქმეში არის ის, რომ სახელმწიფო ბრალმდებლებმა წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებმაც გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით დაადასტურეს ბრალდებულების დანაშაული. ამ ფონზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება მოსამართლის მხრიდან არის გამამტყუნებელი განაჩენი“, – პროკურორმა.
მანვე განმარტა, რომ სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბრალდებამ ყველა არგუმენტი საკუთარ დასკვნით სიტყვაში წარადგინა და, შესაბამისად, არ ჩათვალა საჭიროდ, რომ კიდევ ერთხელ ესაუბრა აღნიშნულ ფაქტებზე.
„ჩვენ დასკვნით სიტყვაში, რომელიც მოსამართლეს წინასასამართლო სხდომაზე მოვახსენეთ, აქცენტები ყველა მნიშვნელოვან გარემოებაზე გავაკეთეთ, ვისაუბრეთ ყველა ფაქტზე, და სამართლებრივი შეფასება გავუკეთეთ მათ, შესაბამისად, არ მივიჩნიეთ დღეს საჭიროდ, კიდევ ერთხელ გაგვემეორებინა იგივე არგუმენტები სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
ე. წ. კაბელების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა, 11 მაისს გამოაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები