სამართალდამცველებმა ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე დააკავეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე დააკავეს.
 თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებს, მათ შორის, იმას, თუ რა მუხლითაა გამოძიება დაწყებული, საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავების მიერ დაკავებული პირები სპორტსმენი და ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე „როსტო“ და მსახიობი ლაშა კურტანიძე არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები