ხარძიანის ადვოკატი: პროკურატურა ეჭვებზე არ საუბრობს და მისი განცხადება მტკიცებულებებზეა დაფუძნებული

პროკურატურა ეჭვებზე არ საუბრობს და უწყების განცხადება დაფუძნებულია მტკიცებულებებზე, – ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, რადგან პროკურატურა აკეთებს განცხადებას, რომ დაიწყო დევნა კონკრეტული პირების მიმართ, ე.ი. ამის საფუძველი აქვს.
”რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას ბესარიონ ხარძიანის მიმართ განხორციელებულ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ეხება – ჯერ კიდევ ბესარიონ ხარძიანის სიცოცხლეში იყო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრული და გარკვეულწილად მაშინ დადგინდა პირთა ის წრე, რომლებიც შეიძლებოდა, სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირები ყოფილიყვნენ”, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები