შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ვახტანგ ფ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6,4096 ჰეროინი, ბუპრენორფინის შემცველი 0,0055 გრ ნარკოტიკული საშუალება, 0,00615 გრ მეტამფეტამინი და 0,0710 გრ მეტადონი ამოიღეს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები