მარნეულის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადენის მიმდებარედ, მდინარე ხრამზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ აკრძალული საშუალებით – ე.წ. ელექტროშოკური აპარატით. მათ მოპოვებული ჰქონდათ 38 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები