დნეპროპეტროვსკში „კანონიერი ქურდი“ „ვიტია ტბილისკი“ დააკავეს

უკრაინაში, ქალაქ დნეპროპეტროვსკის სამართალდამცველებმა 12 „კანონიერი ქურდი“, მათ შორის „ვიტია ტბილისკი“ დააკავეს. ისინი ქალაქში ე.წ. სხოდკაზე ჩავიდნენ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ დონეცკის ოლქის ნაციონალური პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ აბროსკინმა შეატყობინა. მისი თქმით, კრიმინალური ავტორიტეტები დნეპროპეტროვსკში „მომავალი გეგმების განსახილველად“ ჩავიდნენ. „ვიტია ტბილისკის“ გარდა, პოლიციამ დააკავა „კანონიერი ქურდები“, მეტსახელად – „ვიგენ ერევანსკი“, „არბუზი“, „მოზგი“ და სხვები. „ვიტია ტბილისკი“ უკრაინიდან უკვე გააძევეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები