ირაკლი სესიაშვილი: ვისაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი სიკეთის გაკეთება შეუძლია, შეეჯიბროს
„ჩვენი მომავალი თაობა, სულ მცირე, დატკბება იმ შედეგით, რასაც ეს პროექტი მოიტანს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებული პროცესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი მიჩვეულია, რომ სიკეთეს უნდა ებრძოლოს.
„ჩვენი მომავალი თაობა, სულ მცირე, დატკბება იმ შედეგით, რასაც ეს პროექტი მოიტანს. ბევრი რატომღაც შეჩვეულია, რომ სიკეთეს უნდა ებრძოლოს. ვისაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი სიკეთის გაკეთება შეუძლია, შეეჯიბროს. ძალიან სერიოზული ინვესტიციები არის ჩადებული ბოტანიკური ბაღის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში და ეს ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა სესიაშვილმა.