დიმიტრი ქუმსიშვილი: აპრილში ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასულ თვეს საქართველოს 462 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ეს არის 17%-იანი მატება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„აპრილში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს, კერძოდ, გასულ თვეს საქართველოს ეწვია 462 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი, ეს არის 17%-იანი მატება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 24 საათზე მეტი ხნით დარჩენილი ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია 20%-ით, ესენი არიან სწორედ ტურისტები. თუ წინა წლის აპრილში გვყავდა 394 000 საერთაშორისო ვიზიტორი, წელს, აპრილში გვყავს 462 000 ვიზიტორი“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პირველი 4 თვის განმავლობაში მთლიანად 4 თვის მანძილზე შარშან გვყავდა მილიონ 383 000 ვიზიტორი, წელს ჩვენ გვყავს მილიონ 596 000 ვიზიტორი. „თანხაში რომ გადავიყვანოთ, აღნიშნული რიცხვი უნდა გავამრავლოთ 700 ლარზე, შესაბამისად, 140 მილიონ ლარზე მეტი არის ქვეყანაში შემოსავალი. ეს არის ახალი დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილები, ძალიან კარგი რიცხვებია და დარწმუნებული ვარ, მომავალ თვეებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატება გვექნება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები