ნიკოლას ბერლინერი: ჩვენ ვამაყობთ თანამშრომლობით თქვენს ქვეყანასთან
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არმიის დღე მიულოცა. განცხადება ნიკოლას ბერლინერმა ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე გააკეთა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
„ჩემთვის დიდი პატივია, მივულოცო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 25-ე წლისთავი. როგორც იცით, საქართველოსა და აშშ-ს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა აქვს. ჩვენი სამხედროები მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყსა და ავღანეთში. ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესო თანამებრძოლები არიან“,- განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა.
მისი აზრით, საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ამდენი ქალი და მამაკაცია უნიფორმაში. „ჩვენ ვამაყობთ თანამშრომლობით თქვენს ქვეყანასთან“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა.