ფილიპ ბრიდლავი: საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა საკუთარი სამხედრო პოტენციალი გააუმჯობესა
ძალიან პატარა ქვეყანამ რუსეთი საკმაოდ ცუდ დღეში ჩააგდო, როცა საქართველოში შეიჭრნენ, – ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა გამოცემა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ფილიპ ბრიდლავმა აღნიშნა, სწორედ საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შეცდომები გაითვალისწინა და საკუთარი სამხედრო პოტენციალი გააუმჯობესა.
“რუსეთმა დაამტკიცა, რომ ჰყავს ნასწავლი და ადაპტირებული სამხედრო ძალა. მათ საქართველოში ძალიან ცუდად იმოქმედეს. ძალიან პატარა ქვეყანამ რუსეთი საკმაოდ ცუდ დღეში ჩააგდო, როცა საქართველოში შეიჭრნენ. ჩემი მოსაზრებით, როდესაც ყირიმში შევიდნენ, ჩვენ დავინახეთ, რომ მათ დიდი გზა გამოიარეს იმისათვის, რომ საქართველოში მიღებული გამოცდილებით თავიანთი ნაკლი გამოესწორებინათ. ჩვენთვის ნათელი იყო, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანად გააუმჯობესა საკუთარი შესაძლებლობები საქართველოდან ყირიმის მოვლენებამდე, რომ ისინი სწავლობდნენ და ადაპტირებას გადიოდნენ, შედეგად, მათ შედარებით უკეთ იმოქმედეს მაშინ, როდესაც დონბასში შევიდნენ“, – განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.