შოთაძე ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე: ფაქტების გადამოწმება მიმდინარეობს

არსებობდა პრეტენზიები, რომ არასწორად ჩატარდა თავის დროზე გამოძიება, არ იყო თავმოყრილი ყველა მტკიცებულება ამ მკვლელობის ფაქტზე – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ „თელასის” ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს გამოძიება.
“არსებობდა პრეტენზიები, რომ არასწორად ჩატარდა თავის დროზე გამოძიება, არ იყო თავმოყრილი ყველა მტკიცებულება ამ მკვლელობის ფაქტზე. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ახლა, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. უახლოეს მომავალში, შესაბამისი დონეზე მივა გამოძიება და სამართლებრივი შეფასებას მივცემთ ფაქტებს. შესაბამისად, მოგაწვდით ინფორმაციასაც. ერთი შემიძლია, გითხრათ, კანონიერი სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, “თელასის” ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები