ირაკლი შოთაძე: ოცამდე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა გავგზავნეთ სხვადასხვა ქვეყანაში

„პირადი ცხოვრების“ საქმეზე ოცამდე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა არის გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყანაში. ამ სახის დანაშაულის გამოძიება არის საკმაოდ სპეციფიკური და მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიება საკმაო დროს საჭიროებს, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, საქმეში არის წინსვლა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ინფორმაცია, ის მტკიცებულებები, რაც საჭიროა გამოძიებისათვის ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად ჩვენს ხელთ არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება უცხოელი კოლეგების დახმარება, რა მხრივადაც უკვე ოცამდე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა გვაქვს გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყანაში. ნაწილზე მოსულია პასუხები, ნაწილზე – ველოდებით. ასევე, საქართველოში არის ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. რა თქმა უნდა, არის წინსვლა, თუმცა უფრო მეტ დეტალებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ“,  – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
მისივე თქმით, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალურო ინფორმაცია მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები