ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს
ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ინახავდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ბესელიას განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის.
”ბიძინა ივანიშვილს ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და ეს მისი პირადი განწყობისთვის არ კეთდება. პროცესი მიმდინარეობს, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, თავად ბოტანიკური ბაღისთვის უკეთესი და უფრო სასარგებლო პირობებით. მოტივაცია არის ერთადერთი, რომ სარგებელი ნახოს ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც ღირებულია ბაღი და ბუნება”, – განაცხადა ბესელიამ.