დავით უსუფაშვილი პლენარული სხდომების გრაფიკთან დაკავშირებით კონსულტაციებს პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართავს

პარლამენტმა დამატებითი სამუშაო დღეები უნდა დანიშნოს, რათა ყველა საკითხის განხილვა მოასწროს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, პარლამენტს განსახილველი აქვს საკონსტიტუციო ცვილებები და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
“ჩვენ ვმსჯელობდით, რომ დაგვჭირდებოდა დამატებითი სამუშაო დღე, რადგან კანონპროექტები და ანგარიშები გვაქვს განსახილველი. ასეთი ანგარიშების განხილვას შემოდგომაზე ვაგრძელებდით, მაგრამ წელს, ამის საშუალება არ გვაქვს. არ შეიძლება, პარლამეტმა მუშაობა დავამთავროთ ისე, რომ ჩვენთან ანგრიშვლადებული ორგანოების ანგარიშები სრულფასოვნად არ განვიხილოთ პლენარულ სხდომებზე“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
მისივე განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბერი საარჩევნო კამპანიით იქნება დატვირთული და არა პლენარული სხდომებით, ეს ყველაფერი უნდა მაისსა და ივნისში უნდა მოხერხდეს.
„თუ ახლა არ დავიჭირეთ თადარიგი, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით “, – განაცხადა დავით უსუფაშვლიმა.
მისივე თქმით, პლენარული სხდომების გრაფიკთან დაკავშირებით, ის კონსულტაციებს პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართავს. დავით უსუფაშვილის ვარაუდით, პარლამენტის დამატებითი სამუშაო დღეები 11, 12 და 13 მაისი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები