გუგული მაღრაძე: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა სია ჯერ დაკომპლექტებული არ არის

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა სია ჯერ დაკომპლექტებული არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეოსბის წევრმა გუგული მაღრაძემ „პირWელ” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს „ახალ სახეებთან“ შეხვედრები, თუმცა, წინასწარ არავინ იცის, ვინ იქნება სიაში და ვინ – არა.
„ობიექტური მონაცემებით, მე უნდა ვიყო სიაში, მაგრამ – ვნახოთ. რა არის საჩქარო, როცა ორი თვით ადრე ქვეყნდება საარჩევნო სიები”, – განაცხადა მაღრაძემ .
შეკითხვაზე, რამდენად არსებობს პარტიაში უთანხმოება სიებთან დაკავშირებით და რას ფიქრობს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მოსაზრებაზე, რომ პარტიაში ძველი სახეების ხილვა არ სურს, პარლამენტარმა განაცხადა, რომ პარტიის განახლება სრულიად ბუნებრივი პროცესია.
“ვერ ნახავთ ვერც ერთ არჩევნებს, სადაც იგივე სიით გადიოდეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რაც ჰქონდა მანამდე. ასეთი ბუნებაში არ არსებობს. რა პროცენტით იქნება ძველი სახეები წარმოდგენილი, რამდენი კაცი იქნება სიაში და რა ფუნქციები ექნებათ, ეს უკვე მუშა პროცესია, რასაც პარტიის ბირთვი – კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და სხვები აკეთებენ. შემდეგ, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, “ქართული ოცნების” თოთოეული წევრი ნახავს ამას”, – განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, ზოგიერთმა პრეტენზია გამოთქვას, განაწყენდეს კიდეც, დემარშებსაც ჰქონდეს ადგილი, თუმცა, ყველა ადამიანს თავისი ადგილი აქვს ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები