გოგლა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეთ

პარლამენტარი გოგლა ჟვანია ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით კითხვებით პროკურატურას მიმართონ, რადგან საქმეში უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები უკვე დევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გოგლა ჟვანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნა გააჭიანურა იმან, რომ საქმე დიდი ხნის წინანდელია და ეს იწვევს სირთულეებს გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების მხრივ.
”ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეთ. მე კარგა ხანია, ერთსა და იმავეს ვლაპარაკობ – ახალს ვერაფერს ვამბობ. კონკრეტულ შედეგებს ვხედავ, მაგრამ სჯობს, პროკურატურას მიმართოთ. საქმის გახსნა გააჭიანურა იმან, რომ საქმე არის დიდი ხნის წინანდელი, ეს იწვევს სირთულეებს გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების მხრივ“,- აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
მისი განმარტებით, როცა გარკვეულ ნივთმტკიცებაზე ექსპერტიზა – დნმ ექპერტიზები ტარდება, სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ეს მასალები ვარგისი არ არის, რადგან შესაბამის პირობებში არ იყო შენახული.
„ხდებოდა ნივთმტკიცებების გაყალბება, თუმცა საქმეში უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები უკვე დევს, ამიტომ სჯობს, პროკურატურას მიმართოთ”, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები