გოგლა ჟვანია: ”ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებში გადამწყვეტ წარმატებას მიაღწევს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გოგლა ჟვანია ფიქრობს, რომ ”ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებში გადამწყვეტ წარმატებას მიაღწევს. ჟვანია დარწმუნებულია, რომ ”ქართული ოცნება” პარლამენტში უმრავლესობით მოვა და იმაზე უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე მას წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა.
ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამ ვარაუდის საფუძვლებზეც ისაუბრა. მისივე აზრით, არჩევნებში მეორე ადგილზე ისევ ”ნაციონალური მოძრაობა” გავა და პარლამენტში დაახლოებით 15-17 დეპუტატით მოვლენ.
”მიზეზი ძალიან მარტივია – 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანწილად – დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმით ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ იყო გაყალბებული. უბრალოდ, ”ნაციონალებს” გაყალბების, კარუსელების, დაშინების რესურსი არ ეყოთ იმ მხარდაჭერის გადასაფარად, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ”ქართულ ოცნებას” გამოუცხადა”, – განაცხადა ჟვანიამ.
რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა თავად არჩევნებში მონაწილეობას, ჟვანია აცხადებს, რომ პარტიაში საარჩევნო სიასა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები