გია ჟორჟოლიანი: “ქართუ ჯგუფმა“ ბოტანიკური ბაღის დასახმარებლად გარკვეული ღონისძიებები განახორციელა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებულ მოვლენებზე დღეს პორტალ „კვირაში“ განცხადება გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, „ქართუ ჯგუფმა“ ბოტანიკური ბაღის დასახმარებელად გარკვეული ღონისძიებები ჩაატარა და ამისათვის მან საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯა.
“ქართუ ჯგუფმა“ ბოტანიკური ბაღის დასახმარებლად გარკვეული ღონისძიებები განახორციელა. ისევე, როგორც მანამდე განუხორციელებია. 23 მილიონი ლარია დახარჯული თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების მხარდაჭერისათვის და ეს არის მოცემული საბუთებში“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა ბოტანიკური ბაღის ყოფილი ტერიტორიის გაცვლა საჭირო, ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ის ამ ინფორმაციას არ ფლობდა.
„როგორც გითხარით, კორექტირება მიმდინარეობდა და ეს იყო ბოტანიკური ბაღის წინადადება. დანარჩენი – არც ხეების მომვლელი ვარ, არც გამშენებელი, არც ქვაღორღიანი ტერიტორიის ამბავი ვიცი და არც „ქართუს“ წარმომადგენელი ვარ. შეიძლება მათ რაღაც მიზნები ჰქონდათ, დანარჩენი შეგიძლიათ დააზუსტოთ, ფონდ „ქართუსაც“ ჰყავს პრესსამსახური და მერიასაც, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰკითხეთ და გამოიკვლიეთ, მე რაც გითხარით, სავსებით მაკმაყოფილებს ეს ინფორმაცია, სხვა კი მგონია, რომ ინსინუაციაა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები