თამარ ჩიბურდანიძე: 2002-დან 2013 წლამდე, საქართველოს მოსახლეობა 15%-ით შემცირდა

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ შედეგები იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს გაეროს მოსახლეობის ფონდს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები.
მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ არსებული დინამიკა გაგრძელდება და მოსახლეობის კლება არ შემცირდება, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობას, 28 პროცენტზე მეტი კლება ექნება.
„2002-დან 2013 წლამდე, საქართველოს მოსახლეობა 15 პროცენტით შემცირდა. 2014 წლის მონაცემებით, ეს არის 3 713 804 კაცი, რაც 657 731-ით ნაკლებია, ანუ 15 პროცენტით არის შემცირებული მოსახლეობა.
გაეროს მოსახლეობის ფონდმა 2010 წელს გამოაქვეყნა მოსახლეობის კვლევები საქართველოში, რის მიხედვითაც გვიწინასწარმეტყველა, რომ თუ მოსახლეობის კლება იგივე დინამიკით გაგრძელდებოდა, 2050 წლისთვის მოსახლეობა კედევ 28 პროცენტით შემცირდებოდა, ჩვენ კი უფრო მძიმე შედეგები მივიღეთ. ჯერ 2050 წლამდე 30 წელზე მეტია დარჩენილი და უკვე 15 -პროცენტიანი კლება გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის ბევრად უფრო დიდი კლება გვექნება, ვიდრე ეს 28 პროცენტია“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები