„საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იმ განწყობისაა, რომ ქორწინება იყოს ქალისა და მამაკაცის ერთობა“

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იმ განწყობისაა, რომ ქორწინება განსაზღვრული იყოს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „სოციალ -დემოკრატების“ ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა დღეს პორტალ “კვირაში” სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ინფორმაცია მაქვს, რადგანაც იყო შეხვედრები, რაც შეეხება განწყობებს, მე შესაძლოა, ჩემი შეხედულებაც მქონდეს – ათას ადამიანთან მაქვს შეხვედრა, სხვადასხვა მეთოდით შეიძლება ამ განწყობის დადგენა და მგონია, რომ ასეა“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები