ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ვიზიტი საქართველოში დაიწყო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების სამდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეიდან დაიწყო.
12 საათზე დელეგაციის შემადგენლობა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისში ბრიფინგს გამართავს, რის შემდეგაც დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, პაატა ზაქარეიშვილთან, მის პირველ მოადგილე ქეთევან ციხელაშვილთან, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან. დღესვე იგეგმება შეხვედრები საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები არიან: ბორის სილევიჩი, (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი), კერსტინ ლუნდგრენი ( შვედეთი, ლიბერალ-დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის).
ვიზიტის ფარგლებში, 4 მაისს ევროპის საბჭოს ოფისში საარჩევნო რეფორმებზე მრგვალი მაგიდა გაიმართება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მრგვალო მაგიდა უმცირესობებზე, იუსტიციის საბჭოზე, შეხვედრეა არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ წევრებთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.
ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ასევე შეხვდებიან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას; რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაკიძეს, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
ვიზიტის ბოლო დღეს, სტუმრები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები თბილისიდან 6 მაისს გაემგაზვრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები