პარლამენტში ქორწინებასთან დაკავშირებით მომზადებული ინიციატივის განხილვა იწყება

80 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილი საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელიც ქორწინებასთან დაკავშირებით მომზადდა, ხვალ, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილონ.
პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ასეთი შინაარსით ჩამოყალიბდება: – ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.
პროექტის ავტორი შემდეგი ფრაქციებია: “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება – კონსერვატორები”, “ქართული ოცნება – მრეწველები”, “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი”. პროექტის ინიციატორი კი 80 დეპუტატია, მათ შორის არიან ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები.
იმის მიუხედავად, რომ “რესპუბლიკელები” ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ, მათი ფრაქციიდან პროექტს ორი დეპუტატი – ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი აწერენ ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები