მაღრაანის ტყეში 18 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი აღმოაჩინეს

ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანის ტყეში 18 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მასალა რუსული წარმოშობისაა.
ტბა, სადაც ყუმბარები იპოვეს, ერთ-ერთ ადგილობრივს, დავით იმერლიშვილს ეკუთვნის, თუმცა მან ამის შესახებ საუბარი არ ისურვა.
ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. რა ვითარებაში აღმოჩნდა სოფლის ტბაში საბრძოლო მასალა, უცნობია. ადგილობრივების ცნობით, ჭურვები მეთევზეებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყუმბარები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო, რაც ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას, სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები