შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. სენტ-კიტსის და ნევისის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა.
გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. დაანგარიშებული იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანი.
სამართალდამრღვევმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.
სენტ-კიტსის და ნევისის დროშით მცურავი გემი 65 000 ლარით დაჯარიმდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები