ავტობუსისა და დასუფთავების სამსახურის ავტომანქანის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დასუფთავების სამსახურის კუთვნილი ავტომანქანა და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მათ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები