ცინცაძის ქუჩაზე აფთიაქი ”36/6” გაძარცვეს
თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე აფთიაქი ”36/6” გაძარცვეს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.