ბაღდათის გამგებელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბაღდათის გამგებელ ირაკლი გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 230 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
გეგეშიძის ადვოკატი კახაბერ წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე, 25 აპრილს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები