„ჩვენ ბრეხტისგან მოვდიოდით“ – მოსკოვში „კავკასიური ცარცის წრის“ პრემიერა გაიმართა

23-24 აპრილს მოსკოვში, მაიაკოვსკის სახელობის თეატრში ბერტოლტ ბრეხტის უკვდავი ნაწარმოების, „კავკასიური ცარცის წრის“ პრემიერა გაიმართა. რით განსხვავდება ახალგაზრდა რეჟისორის, ნიკიტა კობელევის მიერ დადგმული სპექტაკლი რობერტ სტურუას წარმოდგენისგან და რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა სპექტაკლის დადგმა? „კვირას“ ექსკლუზიურად „კავკასიური ცარცის წრის“ რეჟისორი, ნიკიტა კობელევი ესაუბრა.

– მოსკოვში, მაიაკოვსკის სახელობის თეატრში 23-24 აპრილს, გაიმართა ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრის“ პრემიერა. როგორ ჩაიარა?
13090279_10205885395005647_1076563645_n

– დიახ, მაიაკოვსკის თეატრში დაიდგა ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“. აზდაკის როლს ცნობილი რუსი მსახიობი იგორ კოსტოლევსკი ასრულებს. მთლიანად კი სპექტაკლში მაიაკოვსკის თეატრის 20 მსახიობი მონაწილეობდა. სპექტაკლში გამოყენებულია გერმანელი კომპოზიტორის, პაველ ბისაუს მუსიკა, რომლის არანჟირება ეკუთვნის ნიკოლაი ორლოვსკის. მუსიკა ჯაზის სტილშია გადაკეთებული და ის ჯაზკვარტეტმა შეასრულა. მაყურებლის რეაქცია ძალიან დადებითი იყო, ახლა ჩვენ კრიტიკოსების რეცენზიებს ველოდებით, რომლებიც, იმედი მაქვს, ასევე პოზიტიური იქნება.
– რატომ გადაწყვიტეთ ამ სპექტაკლის დადგმა?
13090287_10205885395045648_1737309198_n
– პიესის თემა, ანუ ადამიანის გულმოწყალების და სხვა ადამიანის გადარჩენის თემატიკა დღეს ძალიან აქტუალურია, საზოგადოებაში დღეს, ძირითადად, სუფევს შეუწყნარებლობა, ზრუნვა მხოლოდ საკუთარ თავზე, და ამიტომ მინდოდა, მეჩვენებინა, რომ, იქნებ, საჭიროა სხვისი დახმარებაც და არა მხოლოდ საკუთარ კრედოზე ფიქრი. ეს არის ომის თემა, ეს არის ომის დროს საზოგადოების მდგომარეობის თემა,  აქ პოლიტიკაც არის, მაგრამ, ძირითადად, ადამიანურ მომენტებზე, დედის ფუნქციაზე, გულმოწყალებაზეა საუბარი.

– 23 აპრილს იყო სპექტაკლის პრემიერა, რამდენ ხანს გასტანს ეს სპექტაკლი?
13090106_10205885394965646_498450335_n
– ის მაიაკოვსკის თეატრის მუდმივ რეპერტუარში შევიდა და თვეში ორჯერ დაიდგმება. მომდევნო ჩვენება 8 და 28 მაისს გაიმართება.

– ქართველი მაყურებლისთვის, პირველ რიგში, ცნობილია „კავკასიური ცარცის წრის“ რობერტ სტურუასეული დადგმა, რომელშიც რამაზ ჩხიკვაძე თამაშობდა, და გამოყენებულია გია ყანჩელის მუსიკა. რით განსხვავდება მაიაკოვსკის სპექტაკლის მიერ დადგმული „კავკასიური ცარცის წრე“  სტურუასეული ვერსიისგან?

– მე სტურუას სპექტაკლი ორიგინალში არ მინახავს, მაგრამ ინტერნეტში ის ზედმიწევნით შევისწავლე. ჩვენი დადგმა განსხვავებულია. სტურუას სპექტაკლი, შეიძლება ასე ითქვას, არის უფრო ქართული მუსიკალური სპექტაკლი. ჩვენ კი ბრეხტის ორიგინალური ვერსია გამოვიყენეთ, „ბრეხტისგან მოვდიოდით“. მუსიკაც აქ უფრო მკაცრია და მას ყანჩელის მუსიკასთან, ბუნებრივია, კავშირი არ აქვს. ჩვენ გამოვიყენეთ პირველწყარო. თუმცა ძალიან რთული იყო, რომ „ცარცის წრის“ ლეგენდარულ ქართულ ვერსიას გავლენა არ მოეხდინა ჩვენს სპექტაკლზე. ეს ყოვლად შეუძლებელი იყო. სპექტაკლში არის ქართული მუსიკაც და ქართული ტანისამოსიც. ამ პიესის მოქმედება ხომ საქართველოში ხდება, ასე რომ, ამის გარეშე მისი ჩვენება იყო ყოვლად წარმოუდგენელი. ჩვენ შევეცადეთ, ამ პიესის პირველადი ვერსია გვეჩვენებინა, ანუ ბერტოლტ ბრეხტის მიერ დადგმული პიესის ორიგინალთან მიახლოებული ვარიანტი.
13101524_10205885394925645_594696040_n
 თქვენ, პირველ რიგში, რა დაგამახსოვრდათ ამ სპექტაკლიდან? რამდენად შესაძლებელი გახდა ბრეხტის სპექტაკლის და თანამედროვე ჯაზის და როკის მუსიკის შეხამება, რომელიც სპექტაკლშია გამოყენებული?

– მინდა გამოვყო დეკორაციები, სპექტაკლში გამოიყენება სამიარუსიანი დეკორაციები, რაც ძალზე იშვიათად ხდება. რაც შეეხება მუსიკას, თავის დროზე ბრეხტი მოითხოვდა, რომ მის სპექტაკლში იმ დროის, ანუ მე-20 საუკუნის 40-იანი წლების თანამედროვე მუსიკა გამოყენებულიყო. ჩვენი დადგმა მუდმივ ინტერაქტივშია მაყურებელთან, მსახიობები მთელი სპექტაკლის განმავლობაში ესაუბრებიან მაყურებელს. სპექტაკლი მომეწონა და ვფიქრობ, ჩვენ მივაღწიეთ დასახულ მიზანს.

ესაუბრა მიხეილ ვარძელაშვილი


13059852_10205885395125650_366699402_n
13090500_10205885395085649_1434071257_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები