ქაბულში ქართველი სამხედროების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა” ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა” ასეული ჩაანაცვლა. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ ქაბულში, ცენტრალური სარდლობის ბაზაზე გაიმართა.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლის პირველი მოადგილე, ბრიტანელი გენერალ-ლეიტენანტი სენდი სთორი, შტაბის უფროსი, გერმანელი გენერალ-ლეიტენანტი ფრანკ ლაიდენბერგერი, ცენტრალური სარდლობის ბაზის მეთაური, ამერიკელი პოლკოვნიკი ალექს ფინკი. ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და მისიის მთავარი სერჟანტი ლევან ჯავახიშვილი.
ღონისძიება საქართველოსა და ნატოს ჰიმნებით დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. 23-ე ბატალიონის „ალფა” ასეულის ხუთი სამხედრო მოსამსახურე მისიის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრანკ ლაიდენბერგერმა კოინებით დააჯილდოვა. ცენტრალური სარდლობის სახელით ასეულს სამახსოვრო ჯილდოც გადაეცა.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა” ასეული ცენტრალური სარდლობის ბაზაზე “მტკიცე მხარდაჭერის” მისიით დაკისრებულ ამოცანებს ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა. ქვედანაყოფის უმთავრესი ფუნქცია დისლოკაციის ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
13043391_1196137770418963_8474500932090761273_n 13100928_1196137730418967_201761076947745037_n 13095829_1196137727085634_7403808143543373563_n 13102783_1196137717085635_795105013598557732_n 13100818_1196137663752307_3200239531400172711_n 13062391_1196137660418974_4847641779890669701_n 13102860_1196137667085640_3196843693760867548_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები