ლალი მოროშკინა: სააკაშვილი სკოლიდანვე მხდალი ხასიათით გამოირჩეოდა

  სააკაშვილი მშიშარა ადამიანის ფსიქოტიპია, რომელიც მხდალი ხასიათით სკოლიდან გამოირჩეოდა, – ამის შესახებ პიარტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის დისტანციურად დაკითხვაზე უარის თქმის მიზეზი შიშია.
„ალბათ, ყველაზე კარგად ამ ადამიანის ფსიქოტიპს მე ვიცნობ. მას ვიცნობ ბავშვობიდან, ამიტომაც მასთან 2003 წლიდან ურთიერთობა გავწყვიტე. ეს არის მშიშარა ადამიანის ფსიქოტიპი, რომელიც მხდალი ხასიათით სკოლიდან გამოირჩეოდა. ადამიანი, რომელსაც მხდალი ხასიათი აქვს, მას თუ ძალაუფლებას მისცემ, ძალიან მძიმე ადამიანად ჩამოყალიბდება. როდესაც პრეზიდენტი ამთავრებს თავის მოღვაწეობას, მინიმუმ საკუთარ ხალხთან ქუჩაში გასვლა და საუბარი უნდა შეეძლოს, რაც მას არ შეულია. მას აქვს ადამიანური შიში, რომ შიძლება გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. ის არ არის ისეთი ძლიერი ფიგურა, რომ ციხე აიტანოს”, – განაცხადა მოროშკინამ „რეპორტიორის” პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები