ელისო ჩაფიძე: საკუთარი თავი ისევ ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატად წარმომიდგენია

საკუთარი თავი წარმომიდგენია ისევ ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად, – ამის შესახებ ტყიბულის მაჟორიტარმა ელისო ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იგი არც საარჩევნო სიის პირველ ათეულში მოსახვედრად და არც კოლეგების კონკურენციისთვის არ იბრძვის.
„მე გახლავართ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, შესაბამისად მზად ვარ ვიმუშაო და ვაკეთო ჩემი საქმე იქ, სადაც პარტიის ინტერესები მოითხოვს. თუკი ჩემი პირადი დამოკიდებულება გაინტერესებთ, მე არ ვიბრძვი არც საარჩევნო სიის პირველ ათეულში მოსახვედრად და არც ჩემი კოლეგებისთვის რაიმე ტიპის კონკურენციის გასაწევად.
საკუთარი თავი უფრო კარგად მაქვს წარმოდგენილი, კარგად ვიცნობ ჩემი რაიონის მოსახლეობის პრობლემებს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, ამიტომ თუკი გადავწყვეტ საბოლოოდ პოლიტიკაში დარჩენას, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი წარმომიდგენია ისევ ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად და არა იმ ადამიანად, რომელიც საარჩევნო სიით ეცდება პარლამენტში შესვლას“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ „პირველ პრესკლუბში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები