"სააკაშვილის დასაკითხად დაბარების დრო სწორად შერჩეული არ იყო
უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაკითხად დაბარების დრო წარმატებული და სწორედ შერჩეული არ იყო. ხიდაშელი აღნიშნავს, რომ პროკურატურას თავისი კალენდარი აქვს და არ იყურება, რა ხდება გარეთ. „პროკურატურის დისკრეციაა, თუ როდის დაიბაროს ესა თუ ის ადამიანი დასაკითხად, ეს არ იყო ყველაზე წარმატებული და სწორად შერჩეული დრო. ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პროკურატურის დისკრეცია. საქმე რომ უკვე სასამართლოში ყოფილიყო, რომელსაც თავისი ვადები აქვს და საათი ჩართული აქვს, ეს, რა თქმა უნდა, სხვა საკითხია. ამას ვუკავშირებ იმას, რომ პროკურატურას თავისი კალენდარი აქვს და არ იყურებიან გარეთ რა ხდება. პროკურატურა ჩაკეტილია საკუთარ შენობაში და იმ რაღაცა საქმეებს მიყვება, რომელიც აქვს და გარეთ არ იყურება, რა ხდება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში.