ზაქარია ქუცნაშვილი საარჩევნო სიაზე: მე არ ვაყენებ საკითხს დრამატიზებულად და არავის ვუყენებ ულტიმატუმს

მე არ ვაყენებ საკითხს დრამატიზებულად და არავის ვუყენებ ულტიმატუმს, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პორტალ „კვირაში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საარჩევნო სიაზე საუბრისას გააკეთა.
ქუცნაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას საარჩევნო სიის ფორმირებაზე პარტიის ლიდერი ღებულობს და ეს დემოკრატიული პროცესია.
„წარმოიდგინეთ, როგორც მთავრობის ფორმირებისას აქვს პრემიერს კანინდატების შერჩევის უფლება, ასევე, საარჩევნო გუნდის ფორმირებისას აქვს პარტიის ლიდერს შეთავაზების გაკეთებისა და კანდიდატების შერჩევის უფლება. ჩვენი წესდებიდან გამოდინარე, ეს უფლება ასევე დელეგირებულია პარტიის თავჯდომარის მიერ. არ გვყავს ახლა თავმჯდომარე. მას 14 -ში ავირჩევთ და ამ პიროვნებას, გიორგი კვირიკაშვილს მიეცემა უფლება, რომ წესდების მიხედვით გაუკეთოს შეთავაზება მისთვის საინტერესო ადამიანებს. აქედან გამომდინარე, მე არ ვუყურებ საკითხს დრამატიზებულად და არავის ვუყენებ ულტიმატუმს. ეს დემოკრატიული პროცესია“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები