ზაქარია ქუცნაშვილი: პოლიტიკაში უცნობი ადამიანების მოსვლას არ მივესალმები
პოლიტიკაში უცნობი ადამიანების მოსვლას არ მივესალმები, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პორტალ „კვირაში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.
მისივე განცხადებით, ის მიესალმება გამოცდილი და მყარი სამოქალაქო პოზიციების მქონე ადამიანების პოლიტიკაში მოსვლას, თუმცა არა ისეთი სახეების, რომლებიც ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ და საზოგადოებისთვის უცნობები არიან.
„ახალ სახეში უნდა იგულისხმებოდეს გამოცდილების, განათლების,დამსახურების და მყარი სამოქალაქო პოზიციის მქონე პირი. სამწუხაროდ, ჩვენთან ახალ სახეს არასწორი გაგება აქვს და ახალ სახეში უცნობი ადამიანები იგულისხმებიან. არ მივესალმები პოლიტიკაში უცნობი ადამიანების მოსვლას. მაგრამ თუ ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, მივესალმები“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.