ლევან ბერძენიშვილი: ჟან-კლოდ იუნკერის განცხადება ძალიან ნათელი და გარკვეული იყო

ჟან-კლოდ იუნკერის განცხადება ძალიან ნათელი და გარკვეული იყო, – ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ლევან ბერძენიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება.
„კარგია, რომ ბატონმა კანდელაკმა დაუსვა პირდაპირი შეკითხვა, რომლის არსიც მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს ხომ არ დაევალება რაიმე დამატებით, ხომ არ დაისჯება ქართველი ხალხი მთავრობის უსაქციელობის გამო, რაზეც მიიღო ძალიან ნათელი პასუხი – საქართველოს არავითარი ახალი დავალება არ მიეცემა, საქართელოს მთავრობამ გაართვა თავი ამოცანას და საქართველო მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, რაც არის ყველანაირად დადებითი პასუხი. გარკვეული გაგებით, მადლობა კანდელაკსაც მინდა ვუთხრა, რადგან ბოლოს და ბოლოს ათქმევინა იუნკერს, რომ საფრთხე, რომელიც თითქოს შეიქმნა საქართველოს ირგვლივ, არ არსებობს. 21 აპრილს საქართველო მიღებს ძალიან ნათელ პასუხს“,- განუცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციას, საქართველოს გარდა, თურქეთიც მიიღებს, რომელიც ამ ვითარებაში საქართველოსა და უკრაინას ჩამორჩება. საქართველოს ვიზალიბერალზიაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები