დიმიტრი ქუმსიშვილი: სამი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება წინგადადგმული ნაბიჯია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სამი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ საღი აზრი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღებისას, გამოყენებული იქნება.
„მე ვფიქრობ, რომ დაანონსებული სამი თვით ადრე კამპანიის დაწყება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია და საკმარისია, რომ დემოკრატიული კამპანია სრულად განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს არის ორ შტოს შორის კონსულტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და დარწმუნებული ვარ, რომ საღი აზრი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებისას, იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.