თამაზ მეჭიაური: არანაირი სურვილი მაქვს, დასამადლებელი მქონდეს მანდატი

მე უნდა ვიყო პარლამენტში და ამის სურვილი მაქვს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. მისი თქმით, მას ყველა საშუალებით სიაში ყოფნა არ ხიბლავს.
”მე უნდა ვიყო პარლამენტში და ამის სურვილი მაქვს, მიუხედავად იმისა, იგივე სურვილი გააჩნია თუ არა სხვას. ჩემი მიზანი ის არის, რომ პრინციპები გავატარო, რომელიც სწორად მიმაჩნია. ამისთვის ვთვლი, რომ დღესდღეობით ჩემი ყოფნა არის საჭირო. შეიძლება ამბიციური განცხადებაა, მაგრამ ამას ჩემი სინდისიდან გამომდინარე ვაკეთებ. სია არსებობს მაჟორიტარული, დამოუკიდებელი, არის კიდევ სხვა სიები. არის უამრავი არჩევანი, რომელიც ადამიანს თვითონ უნდა ჰქონდეს და უნდა განსაზღვროს ისეთი ადგილი, რომელიც მის პრინციპებს დაუმადლებლად გაატარებინებს. ეს ჩემი გადასაწყვეტიც არის. მე ყველა საშუალებით სიაში ყოფნა არ მხიბლავს. პარლამენტში მრავალი მოხვედრის გზა არსებობს სიის გარეშეც. არანაირი სურვილი მაქვს, დასამადლებელი მქონდეს მანდატი, როგორც ზოგიერთებს სურთ ხოლმე წარმოაჩინონ, რომ ვიღაცამ გაგიყვანა და ა.შ. მე არაერთხელ ჩემითაც გავსულვარ, ძალიან წყნარად და მშვიდად მომიგია”, – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები