“ათზე მეტი სახურავი და ოთხი მანქანაა დაზიანებული” – ნარმანიას კომენტარი თბილისში არსებულ მდგომარეობაზე

ძლიერი ქარის შედეგად დედაქალაქში საცხოვრებელი სახლები და მანქანებია დაზიანებული. შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამგეობები დაზარალებულებს დახმარებას გაუწევენ.
“ოთხი მანქანაა დაზიანებული ძლიერი ქარისგან და წაქცეული ხეების შედეგად ათზე მეტი სახლის სახურავია გადახდილი. ვმოძრაობთ მთელი ქალაქის მასშტაბით, რათა დროულად მოხდეს ქალაქის მასშტაბით ტერიტორიების გასუფთავება.  მთავარია, მსხვერპლი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გამგეობებს მიეცათ დავალება, რათა დროულად აღდგინონ დაზიანებული სახურავები  და დაეხმარონ მოსახლეობას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები