რუსეთის დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „საზღვრის შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება. სააგენტოს ცნობით, რატიფიცირების შემდეგ „სახელმწიფო საზღვრის“ დემარკაცია დაიწყება. „რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის საფუძვლად აღებულია რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის ადმინისტრაციულ -ტერიტორიული საზღვარი“, – ნათქვამია დუმის გადაწვეტილებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები