რუსეთი აშშ-ს და მის მოკავშირეებს „ღია ცის“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს „ღია ცის“ შეთანხმების რეგულარულ დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„12 წლის განმავლობაში, რაც შეთანხმება მოქმედებს, აშშ მისი დებულებების იგნორირებას ახდენს. ის ხელს უშლის რუსეთს თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელებაში და ამას რუსეთის ფედერაციისგან მომდინარე საფრთხით ხსნის“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
მოსკოვი ასევე უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველომ რუსეთთან მიმართებაში „ღია ცის შეთანხმების“ შესრულებაზე უარი განაცხადა, რასაც ვაშინგტონმა მხარი დაუჭირა. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-მ დღემდე არ დაფარა საქართველოს დავალიანება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რისი პირობაც დადო 2008 წელს. გარდა ამისა, რუსეთი თურქეთის მიერ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სადამკვირვებლო ფრენისთვის ტერიტორიის დიდი ნაწილის დახურვასაც აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები