იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში 20 000-მდე სამხედროა ჩართული.
იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, არის იმის საშიშროება, რომ ათობით ადამიანი ნანგრევებში იყოს მოყოლილი.
ცნობისთვის, იაპონიაში მიწისძვრა ხუთშაბათსაც მოხდა. ორივე მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 19 ადამიანი და დაშავებულია ათობით მოქალაქე.
ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, რეგიონში მდებარე სენდაის ატომური ელექტროსადგური არ დაზიანებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები