გიორგი კვირიკაშვილი: სრულ პასუხისმგებლობას ავიღებ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები იქნებიან

თუ ვიქნები და მაღალი ალბათობით ვიქნები იმ გუნდის ლიდერი, რომელიც გავა საპარლამენტო არჩევნებზე, სრულ პასუხისმგებლობას ავიღებ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები  იქნებიან  – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, ნიშნავს, თუ არა გიორგი კვირიკაშვილისთვის საარჩვენო სიის პირველი ნომრობა იმას, რომ ის აიღებს პასუხისმგებლობას მთელს შემადგენლობაზე.

“სიურპრიზები ამ მიმართულებით არ გველოდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე ერთპიროვნულად დავაკომპლექტებ მთელ სიას – რა თქმა უნდა, ვიქნები ლიდერი ამ პროცესშიც, მაგრამ გუნდი იმუშავებს იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ბევრი თანამედროვე, მომავალზე ორინეტირებული, პროფესიონალი მოვიყვანოთ ამ გუნდში, ეს იქნება გუნდური პროცესი, მაგრამ ამ გუნდის მუშაობის წარმატებებზე პასუხისმგებლობას სრულად მე ავიღებ, არასოდეს არ გამჭირვებია მეთქვა თუ რაიმე ვერ გავაკეთე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები