პოროშენკო, მერკელი და ოლანდი რუსეთისგან ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რუსთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასწრაფოდ გაათავისუფლოს უკრაინელი სამხედრო ნადეჟდა სავჩენკო.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის სასამართლომ მას 22 – წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უკრაინის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნეს, რომ სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. აპრილის დასაწყისში სასამართლოს გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად სავჩენკომ მშრალი შიმშილობა დაიწყო. ხუთშაბათს გამართული „პირდაპირი ხაზის“ დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და კიევი სავჩენკოს შესაძლო გაცვლის საკითხზე მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები